Popular Post

კომიქსები საქართველოში

By : dmitry
   მივესალმები მათ ვისაც კომიქსები უყვარს (მარველის კომიქსები).  ჩემი აზრით ყველაზე სასაცილო პერსონაჟი დედფულია (ყველა ასე ფიქრობს), ყველაზე სერიოზული სამურავი ხოლო ყველაზე გამოცდილი კაპიტანი ამერიკა , ყველაზე ძლიერი თორი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი იბობა .  მოდით გავჩერდეთ ადამიან ობობაზე    ადამიანი ობობა როგორც უკვე ვთქვი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი იყო . ბევრ ჩვენთაგანს არ უყვარს კომიქსი . მაგალითად გამვლელს , რომ ჰკითხო რატომაა კარგი კომიქსი ის გიპასუხებს "რა კომიქსი რის კომიქსი გადი თუ ძმა ხარ თავი დამანებე"-ო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ . ჩემი აზრით კომიქსი ადამიანს წარმოდგენის განვითარებაში ეხმარება. ამიტომაც არიან ამერიკაში ასეთი ჭკვიანები მთელი მათი  ბავშვობა კომიქსებშია დახარჯული (ნეტავ ჩვენთანაც ასე იყოს ) . ახლა Din studio უშვებს "მარველის" "წარმოუდგენელ ადამიან ობობას" ამ კომიქსის 700-მდე ნომერია საზღვარგარეთ , მაგრამ ჩვენთან მხოლოდ 15-მდე კომიქსი კეთდება . მე მოლოდინი მაქვს , რომ ადამიანი ობობას გარდა კიდევ გამოვა სხვა კომიქსები . მალე გამოვა ქართული გრაფიკული ნოველა "ვეფხისა და მოყმის ბალადა" . ასევე ამბობენ , რომ გამოვა დედფულის და მარველ ქიდსის კომიქსები და იმასაც ჯერჯერობით "ამბობენ" . ასევე გამოდიოდა სხვადასხვა კომიქსები , მაგრამ მე თვალში არ მომვედრია (იხილეთ დაბლა ფოტოები).  ასევე გვერდი მარველის კომიქსების შესახებ და სტუდია Marvelcomicsgeorgia თარგმნის მარველის კომიქსს "Cable And The X-Force" . თვალში კიდევ ბევრი კომიქსი აქვთ .

















- Copyright © მარველის კომიქსების შესახებ - Date A Live - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -